13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის ხევის 71ა-ში მცხოვრები ქეთევან მთიულიშვილი ქონების საფასურის ანაზღაურებას სულადობის მიხედვით დათანხმდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ 47 ოჯახს სულ ჯამში 13 275 823 ლარი ჩაერიცხათ.