ლეონიდ სლუცკი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში დააწესებს

ლეონიდ სლუცკი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში დააწესებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში დააწესებს. ამის შესახებ მან სააგენტო "რია ნოვოსტის" ჟურნალისტს განუცხადა. მისი თქმით, "დრო ამისთვის დიდი ხანია მომწიფდა".

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად არის.