იენს სტოლტენბერგი დღეს პეტრო პოროშენკოს შეხვდება

იენს სტოლტენბერგი დღეს პეტრო პოროშენკოს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება. ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა დღეს ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება. დაგეგმილია სტოლტენბერგისა და პოროშენკოს ერთობლივი პრესკონფერენციაც.