ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი 15:00 საათზე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა თავად აცნობა.

მისი თქმით, ამჯერად საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება უკავშირდება კომპანია "მაგთიდან" ამოღებულ ამონაწერებს, სადაც ელისაშვილის თქმით, ფიქსირდება, რომ მის ტელეფონზე გაგზავნილია იმ პოლიტიკოსების მესიჯები, რომლის შესახებაც გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

კომპანია "მაგთიდან" ამონაწერი ალეკო ელისაშვილმა პროკურატურის განცხადების შემდეგ ამოიღო. პროკურატურის განცხადებით, ზედაპირული დათვალიერებით, ელისაშვილის მიერ, საგამოძიებო უწყებაში მიტანილ ტელეფონში არ ფიქსირდება მის მიერ დასახელებული პოლიტიკოსების ზეწოლის შემცველი სმს-ები. ამის საპასუხოდ, ალისაშვილმა განაცხადა, რომ სმს-ები "ინბოქსში" არ არის, თუმცა ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს, რასაც მიმდინარე ექსპერტიზა გაარკვევს.