იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იკამათეს. დეპუტატები ,,საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე საპარალმენტო უმცირესობის წევრების უკმაყოფილება იმ საკითხმა გამოიწვია, რომ სხდომაზე კანონპროექტში შესატანი ცვლილებები უმცირესობის წევრებს დღეს დაურიგდათ.

როგორც სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით ცვლილებები დღეს დაურიგდათ და ამ ცვლილებების შესახებ დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.

მიხეილ მაჭავარიანის განცადებით, ცვლილებების გაცნობას დრო სჭირდება.

კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დეპუტატებს ცვლილებების გასაცნობად გარკვეული დრო მიეცემათ, Aამის გამო სხდომაზე 25 წუთით შესვენება გამოცხადდა.