მთიანი ყარაბაღის ზონაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ჯაფარზადე რაშად ალიარ ოღლუ დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული პოზიციები ნაღმმტყორცნებით დაიცხრილა.
თავდაცვის სამინისტრომ უარყო სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დაღუპულია ორი აზერბაიჯანელი სნაიპერი.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე ოპერატიულ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.