გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ეკლესიის კარები გატეხეს. წაღებულია ერთი შესაწირი ყუთი, მეორედან კი თანხაა ამოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.