უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვისა და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო-მასალა ავაკოვმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ გაცხარდა ოდესის გუბერნატორი არსენ ავაკოვის სიტყვით გამოსვლისას, რომელმაც უსაყვედურა ოდესის გუბერნატორს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის კორუფციაში დადანაშაულებისთვის.
ოდესის გუბერნატორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ძალოვან მინისტრს შენიშვნა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისცა.
- „ასე ჩემთან ჯერ არავის ულაპარაკია. მიმიფურთხებია, როგორ დამელაპარაკები. მოგიწოდებთ თავაზიანობისკენ“, - მიმართა სააკაშვილმა ავაკოვს.
- "მოკეტე, შენი დედაც ...“, - უპასუხა ავაკოვმა, რასაც პრეზიდენტ პოროშენკოს შენიშვნა მოჰყვა, რომ მას თავი შეეკავებინა უცენზურო სიტყვებისგან.
მიხეილ სააკაშვილმა არსენ ავაკოვს ქურდი უწოდა და მინისტრთა კაბინეტი კორუფციაში დაადანაშაულა, რასაც არსენ ავაკოვის აღელვება მოჰყვა და მან ოდესის გუბერნატორს წყლიანი ჭიქა ესროლა.
-„წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, ნაძირალა, მასხარავ“, - მიმართა ავაკოვმა სააკაშვილს, რაზეც გუბერნატორმა უპასუხა, რომ ის უკრაინელია და არსად წასვლას არ აპირებს.
დაპირისპირების გამო, პრეზიდენტმა რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომა დახურა.