ფინელი მკვლევარები აცხადებენ, რომ შრომისუნარიანობის ასაკში, ადამიანის მარტო ცხოვრება, დეპრესიულობის რისკს 80% -ით ზრდის იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ოჯახთან ერთად ცხოვრობენ. კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ დეპრესიის ძირითადი მიზეზი ქალებისთვის ცუდი საცხოვრებელი, ხოლო, მამაკაცებისთვის არასასურველი სოციალური პირობებია.
წელს ისინი აკვირდებოდნენ ფინელ მოსახლეობაში ანტიდეპრესანტების მიღების სიხშირეს და თვლიან, რომ მარტოხელა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.
კვლევების ავტორები, ბოლო სამი წლის მანძილზე ჩატარებული დაკვირვების საფუძველზე, ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებიდან, ყოველი მესამე, რომელსაც აქვს სამუშაო, მარტო ცხოვრობს. მათი აზრით, ამ ადამიანებისთვის დიდი შვება იქნება იმ გრძნობებზე საუბარი, რასაც მარტო ცხოვრების პერიოდში განიცდიან.
2000 წელს ჩატარებული გამოკითხვით, როდესაც მკვლევარებმა საზოგადოებას მიმართეს კითხვით, ცხოვრობდნენ მარტო, თუ სხვებთან ერთად, შეეცადნენ შეეგროვებინათ დანარჩენი ინფორმაცია მათი ცხოვრების სტილის და პირობების შესახებ, როგორიცაა სოციალური თუ სამუშაო გარემო, განათლება და დასაქმება, შემოსავალი და საცხოვრებელი პირობები. თუმცა, მთავარი ამ კვლევაში, ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარების დოზის დადგენა იყო.
2000-2008 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ მარტო მცხოვრები ადამიანები 80% -ით მეტ ანტიდეპრესანტს ყიდულობდა, ვიდრე ოჯახთან, ან უბრალოდ სხვა ადამიანთან ერთად მცხოვრები ადამიანები.
კვლევის ავტორის აზრით, რისკის დონე საკმაოდ მაღალია და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.