ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
"გამოძიების ფარგლებში დაიკიხება ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შეხვდა", - განაცხადა სუხიაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ბადაშვილისა და ელისაშვილის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს, სუხიაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ "თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, დაიკითხებიან პირები, რომლებიც ამ საქმესთან შემხებლობაში არიან".