ტირანია მნიშვნელოვანი ფენომენია. ის იმ პრინციპებით ოპერირებს, რომელთა ამოცნობა საწყის სტადიაზეა შესაძლებელი. თუ ხალხი ფხიზლადაა, მზადაა და თავისუფლების ერთგულია, მასთან დაპირისპირება საწყისსავე ეტაპზეა შესაძლებელი, მანამდე, სანამ ტირანია ფესვებს გაიდგამს. მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ამხობენ კონსტიტუციურ წყობას და ტირანიას აფუძნებენ, კარგადაა ცნობილი. სწორედ ამიტომაა გასაოცარი, როდესაც ისინი, რომელთაც არ აქვთ ტირანიის დაფუძნების განზრახვა, ამ მეთოდებამდე დადიან და მოაქვთ კიდეც ტირანია, მათი კეთილი განზრახვების მიუხედავად. არ არის აუცილებელი ტირანია წინასწარ გამიზნული იყოს. ტირანებმა შეიძლება ისევე ბოლომდე მოიტყუონ საკუთარი თავი, როგორც ყველა სხვა დანარჩენს ატყუებენ. ქვევით გთავაზობთ 16 ნიშანს იმისას, რომ თქვენ ტირანიაში ცხოვრობთ, ან მისკენ მიემართებიან. დიდი მადლობა ჯონ როლანდს, რომელმაც ამ სიის გამოქვეყნების ნება დაგვრთო.
ნიშნები 1-დან 5-მდე 1.საზოგადოებრივი აზრისა და ინფორმაციის კონტროლი: ეს ყველაფერი ინფორმაციის შეკავებით იწყება და ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარმოებამდე მიდის. მთავრობებმა ”პროპაგანდის სამინისტრო” სხვადასხვა სახელდების საფარქვეშ შეიძლება შექმნან. ჩვეულებრივ ისინი ამას ”საჯარო ინფორმაციას”, ან ”მარკეტინგს” უწოდებენ. 2.არჩევნების გაყალბება, რათა აღიკვეთოს რეფორმატორების არჩევა: არა აქვს მნიშვნელობა ორი მთავარი პარტიის რომელი წარმომადგენელმა შეიძლება გაიმარჯვოს არჩევნებში, თუ შეუძლებელია რეალური რეფორმატორის დასახელება კანდიდატად. და როდესაც საინფორმაციო სამსახურები არჩევნების შედეგებს შეიტყობენ მანამდე, სანამ ამ შედეგების ცოდნა შესაძლებელია, ე.ი. ხმები არ არის პატიოსნად დათვლილი. 3. სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებზე ოფიციალური წრეების უზომო ზეგავლენა: ნაფიც მსაჯულთა არჩევა არაშემთხვევითი პრინციპით, ისეთი კანდიდატების გამორიცხვა, ვინც ოპონირებს კანონს, ნაფიც მსაჯულთა გამორიცხვა პროცესიდან არგუმენტების მოსმენისას, კერძო ბრალმდებლების გაძევება დიდი ჟიურის შემადგენლობიდან. აღკვეთა იმისა, რომ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს შეეძლოთ ეფექტური არგუმენტების მოყვანა ან ხელისუფლებასთან დაპირისპირება. 4.არადელეგირებული ძალაუფლების უზურპაცია: ეს ძირითადად ხდება საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამოყენებით, რაიმე პრობლემის გადასაწყვეტად ან იმისთვის, რომ კეთილდღეობა დომინანტური პარტიის მხარდამჭერთა სასარგებლოდ გადანაწილდეს, რასაც მალე მივყავართ უმცირესობისა და პიროვნების უფლებათა დეპრივაციისკენ. 5. შეიარაღებული ძალებისა და მისი შესაძლებლობების გამოყენებაზე სახელმწიფო მონოპოლიის ხელში ჩაგდების მცდელობა: პირველი ნიშანი ამისა არის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია ან იარაღის ფლობისა და გამოყენების უფლების შეზღუდვა. თავდაპირველად ამის არგუმენტად იყენებენ მოსახლეობის ”დაცვას”, რაც რეალურად კრიმინალის ზრდას იწვევს და შესაბამისად ქმნის ბაზას შემდგომი განიარაღების ძალისხმევისთვის. ნიშნები 6-დან 10-მდე 6. სამართალდამცავი ინსტიტუტების მილიტარიზაცია: ცხადდება ”ომი კრიმინალთან”, რომელიც სამოქალაქო თავისუფლებების წინააღმდეგ ომად იქცევა. შეიარაღებული ძალების მომზადება საშინაო პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად. 7. მოქალაქეთა იმ ჯგუფებში შეღწევა და განადგურება, რომლებიც წარმოადგენენ რეფორმატორულ ძალას: ეს იწყება ჯაშუშობითა და თვალთვალით. ნიშანი მათი ლიდერების ყალბი მიზეზებით დევნაა. 8. გამომძიებლებისა და აქტიური მოქალაქეების დათრგუნვა: როდესაც ადამიანებს, რომელთაც სურთ მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაულებათა მხილება, საფრთხე ემუქრება, ეს იმის ნიშანია, რომ სისტემა არა მხოლოდ კორუმპირებულია, არამედ უკვე გადალახა კორუპციის ზღვარი და აქტიურ ტირანიაში გადავიდა. 9. კანონის გამოყენება კონკურენციის დასათრგუნად: ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ დომინანტური პარტია მხარდაჭერას მოიპოვებს შემდეგი ხერხით – მოისყიდის თავის მხარდამჭერებს და თრგუნავს თავისი მხარდამჭერების კონკურენტებს. მაგრამ ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ საჯარო ჩინოვნიკები თავად ერთვებიან არაკანონიერ აქტივობებში და კანონს დამოუკიდებელი კონკურენტების დასათრგუნად იყენებენ. ამის კარგი მაგალითია ნარკოთრეფიქინგი. 10. ბალანსისა და კონტროლის სისტემის გაუქმება ქვეყნის შიგნით: ამაში იგულისხმება საკვანძო პოზიციებზე ისეთი ადამიანების დანიშვნა, რომელთა კონტროლიც ხელეწიფება მათ სპონსორებს და რომლებიც შემდეგომში იძულებულნი არიან ჩაიდინონ უკანონო ქმედებანი. ყველაზე ცუდი მაგალითი ამისა, არის ისეთი მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც, სხვა სახელისუფლებო შტოებთან ერთად, ახორციელებენ არაკონსტიტუციურ ქმედებებს. ნიშნები 11-დან 16-მდე 11. ისეთი მაღალჩინოსნების კლასის შექმნა, რომელიც კანონზე მაღლა დგას: ამის ნიშანია დანაშაულის გამო პასუხისმგებლობისგან ისეთი პირების გათავისუფლება, ვინც ”ბრძანებას ასრულებდა”. 12. მთავრობაზე ადამიანების დამოკიდებულების გაზრდა: ადამიანზე დომინირების კლასიკური ნიშანი ასეთია – ჯერ უნდა წაართვა ყველაფერი, რაც გააჩნია და შემდეგ მმართველთა მოთხოვნების შესრულების პირობით, ყველაფერი უკან დაუბრუნო. 13. საკუთარი სამოქალაქო ვალდებულებების უცოდინრობისა და მათი არშესრულების სურვილის გაღრმავება:თუ ხალხი თავს არიდებს არჩევნებში მონაწილეობას, სამხედრო ვალდებულებისა და ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის შესრულებას, ტირანია მოახლოებულია. 14. ინსცენირებული ხდომილებების გამოყენება საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად: ტერორისტული აქტები, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს ბრალდება, რასაც მყისიერად მოყვება რეპრესიული ინსტიტუტების დაფინანსების ზრდისა და მათი უფლებამოსილებების გაფართოების კარგად მომზადებული პროექტები. ხანდახან მას რეიხსტაგის შეთქმულებას უწოდებენ. 15. უფლებათა გადაქცევა პრივილეგიებად: საქმის საწარმოებლად საჭირო იმ ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა, რომელთა შეზღუდვის უფლება მთავრობას არა აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებელს ეკისრება დასაბუთების ტვირთი. 16. პოლიტიკური კორექტულობა: ბევრი, თუ უმეტესი რაოდენობა მოქალაქეებისა არა, მიდრეკილია არასასურველი პოზიციისა, თუ საქციელის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში მონაწილეობისკენ და გზას უხსნის ტირანული მთავრობის დომინირებას. foreignpress.ge |