საქართველოს სახელმწიფო აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ცნობების თანახმად, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების მასობრივი და, როგორც ამბობენ, უხეში დაკითხვები ჩაატარეს, რამაც საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის შეშფოთება გამოიწვია -საქართველომ, რომელიც უკვე ემზადება ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებისთვის, გადაკვეთა ზღვარი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების სამარათალდამცავ პროცედურებსა და პოლიტიკურ დაშინებას შორის.
ბასმა, გავლენიანმა ფიგურამ, მტკიცედ პრო-ამერიკულად განწყობილ საქართველოში გასული კვირის ბოლოს ფეისბუქის მეშვეობით განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობა „არ განამტკიცებს საზოგადოების რწმენას ამ ინსტიტუტისადმი ან სააარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობისადმი“.
16 მარტის პრეს-რელიზში Amnesty International-მა უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ „მხოლოდ ოპოზიციის,მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერების სელექციური დაკითხვა, მეთოდი, რომლითაც ჩატარდა ბევრი დაკითხვა, ბევრი დასმული კითხვის ხასიათი და დაკითხულთა რაოდენობა იმის ვარაუდს აჩენს, რომ პროცედურა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა პარტიის ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას.“
საქართველოს მმართველმა პარტიამ, გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 19 მარტს განაცხადა, რომ თანახმაა გადახედოს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონს, იუწყებოდა Civil.ge, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
კანონში მანამდე შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აუდიტორულ სააგენტოს, კონტროლის პალატას საარჩევნო კამპანიის ფინანსური მონიტირონგისა და იმ პოლიტიკური მოთამაშეების დასჯის ფართო უფლებები მიენიჭა, ვინც არ არის შესაბამისობაში კანონთან.
მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც აღმოჩნდა სამიზნე, საზოგადოების ყურადღების დიდი ნაწილი მიიქცია ივანიშვილის „ქართული ოცნებისათვის“, მისი „ქართუ ბანკისთვისა“ და მასთან ასოცირებული კომპანიებისთვის დაწესებულმა მძიმე ჯარიმებმა. სახელმწიფოს მთავარი აუდიტორი პარტიების დაფინანსების დარგში, ნათია მოგელაძე ერთგვარ ტელევარსკვლავად იქცა თავისი ხშირი გამოჩენებით ტელეეკრანზე, სადაც PowerPoint-ში წარმოადგენს პრეზენტაციებს „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი სავარაუდო დარღვევებისა და თაღლითობების შესახებ.
კონტროლის პალატა უარყოფს ბრალდებებს დაშინებისა და პოლიტიკური მიკერძოების შესახებ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ ისინი განიხილავენ ამ ინტერვიუების ვიდეოჩანაწერების გაკეთების ვარიანტს, რათა მომავალში აიცილონ მსგავსი ბრალდებები.
თუმცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაწყებული ბრძოლის შესახებ დიდი ხანია ყველაფერი ცხადია. ფაქტობრივად, თუ ივანიშვილის მოკავშირეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ირაკლი ალასანიას მივუგდებთ ყურს, ბრძოლამ შეიძლება ჩაითრიოს გასამხედროებული ჯგუფები და გამოიწვიოს შესაძლო სამოქალაქო ომი. როგორც მან გასულ კვირას დიპლომატებთან თავის კომენტარებში აღნიშნა, შეიძლება „ან გაჩნდეს ახალი ჰომსი ზუგდიდში ან სხვა რომელიმე ადგილას….“
სააკაშვილმა არად ჩააგდო ბრალდებები, როგორც „იდიოტიზმი“, რომელთა მიზანი ამომრჩევლების დაშინებაა.ზოგიერთი დამკვირვებლის მტკიცებით, მძიმე ცილისწამებებმა ორივე მხრიდან გარკვეულწილად გადალახა კანონიერების საზღვრები. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი საარაკო სიმდიდრითა და ექსცენტრულობით პოლიტიკურ სცენაზე შემოაბიჯა, მისი ქართული პასპორტი გაუქმდა, როგორც ამბობენ, საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.
„ქართული ოცნების“ განცხადებების თანახმად, კონტროლის პალატის გამოძიების მიზანია მოქალაქეობის აღდგენაზე ივანიშვილისთვის უარის თქმის არგუმენტების უზრუნველყოფა; იმის გამო, რომ დღემდე მას მოქალაქეობა არ აქვს, მისი მეუღლე ეკატერინე ივანიშვილი მეოცნებეთა ლიდერია.
foreignpress.ge