ა.ა.ი.პ. „ქართველ სომეხთა კავშირმა“ ახალი 2016 წლის დადგომასთან დაკავშირებით, საქათველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ.ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონატს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტებიგადასცა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა დახმარების პროგრამას სხვადასხვა სკოლა-პანსიონატებისა, თუ დღის ცენტრების ბენეფიციარებისათვის.
ორგანიზაცია მადლობას უხდის მხარდამჭერებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ქველმოქმედებს გაწეული დახმარებისათვის.