"ჩვენ ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით საქართველოში შემოვა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი გარიბაშვილის განცახდებით, საქართველოს შეუძლია იყოს სანდო პარტნიორი და ტრანზიტული ქვეყანა.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ჩინეთის გავლით მატარებელი შემოვა, რომელსაც კორეიდან წამოღებული ტვირთი შემოაქვს.

"ჩვენ ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა. კასპიის ზღვაში შტორმი იყო და ალბათ ამიტომ დააგვაინდა მატარებელს შემოსვლა. მას კორეიდან წამოღებული ტვირთი შემოაქვს. ეს არის კარგი დასტური იმისა, რომ აბრეშუმის გზის პროექტი რეალიზებას იწყებს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა, ამ ისტორიულ მისიაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.

"კორიდორის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, ჩინეთის მხარე მიესალმება კორიდორის მაქსიმალურად გახსნას და ასევე აღნიშნულ კორიდორს მათთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, რომელზეც ასევე ვისაუბრე",- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.