თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ახალაიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, პროკურატურის ბრიფინგიდან შეიტყო.
ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ის ამ ეტაპზე არც საქმის მასალებს და არც ბრალის დადგენილებას არ იცნობს.
"ამ ეტაპზე ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა ასრულებს რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მორიგ შეკვეთას", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "პირWელს".
კითხვაზე, ინფორმირებულია თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ახალაია, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ თავადაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო ბრალდების შესახებ პროკურატურის ბრიფინგიდან.
საქართველოს მთავარმა პროკურატურან წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ბრალდებულის სახით დააკავეს.
მათ ბრალად მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება ედებათ.