პირზე, რომელმაც

პირზე, რომელმაც "რუსი ჯაშუში" სიკვდილით დასაჯა, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა რუსეთის მოქალაქე ანატოლი ზემლიანკაზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ინტერპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ეჭვობს , რომ აღნიშნული პირი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრია.

რუსული მხარის ცნობით, ანატოლი ზემლიანკა "ისლამური სახელმწიფოს" წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც მან სიკვდილით დასაჯა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი მაგომედ ხასიევი, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

რუსული მხარის განმარტებით, 28 წლის ანატოლი ზემლიანკა ტიუმენის ოლქის ქალაქ ნოიაბრსკის მკვდირია.