საქართველომ და "გაზპრომმა" გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა გააგრძელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გაზპრომი" ავრცელებს.
რუსული კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.
მათივე განმარტებით, მხარეებმა საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებებზე მსჯელობა გააგრძელეს.
შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე საქართველოსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.