ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს, ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.