თბილისის მერის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა

თბილისის მერის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა და თითოეულზე 200 000 ლარი გამოიყო. 
ამის შესახებ ნარმანიამ ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა. 

"გაორმაგდა ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა. როგორც მოგეხსენებათ აუტიზმის სპექტრის დარღვევა 21-ე საუკუნის დაავადებად ითვლება და მისი ადრეულ ასაკში გამოვლენა და დროული რეაბილიტაცია, იძლევა უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის ათვისებული ქალაქის რესურსი, დაკმაყოფილებულია შემოსული განცხადებების 95%, დაფინანსდა 279 ბენეფიციარი და თითოეულს გამოეყო 107 000 ლარი. პირველად დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს უტარდებათ სრული მკურნალობა. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა დაფინანსებაზე და თითოეულ ბენეფიციარს დაახლოებით 200 000 ლარი გამოეყო. თბილისის მოქალაქეებისათვის ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი აღარ ნიშნავს ცალსახა განაჩენს, ვინაიდან თბილისის მერია, საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი ოპერაციის, მედიკამენტების, ამბულატორიული მომსახურების, რადიოლოგიური კვლევების დაფინანსებას. ამ მიმართულებით, 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, 45 000-მდე მოქალაქისთვის გამოიყო 36 მილიონი ლარი", - განაცხადა ნარმანიამ.