დავით ნარმანიას სასტუმრო

დავით ნარმანიას სასტუმრო "რედისონთან" აქციით დახვდნენ

სასტუმრო "რედისონთან" ორგანიზაციების "სამართლიანი თაობა" და "აპრიორის" წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი სასტუმრო "რედისონში" დაგეგმილ დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას აპროტესტებენ.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სასტუმრო "რედისონში" საზოგადოების წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარსდგება თუ რა გაკეთდა მისი მერობის დროს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით.
სასტუმრო "რედისონთან" გამართულ აქციაში მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები - "წლის კორუფცია, "ნეპოტიზმი, უუნარობა, მავნებლობა, ტოლია ნარმანიასი", "ნარმანია წლის უუნარო მერი".
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "აპრიორის" თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ განაცხადა, ისინი აპროტესტებენ დედაქალაქის მერის ანგარიშის წარდგენას.
ბესო შენგელიას განმარტებით, ნარმანიას ერთი წელი იყო მავნებლობის, ნეპოტიზმის, კორუფციის და მას არ აქვს უფლება სიამაყით ელაპარაკოს საზოგადოებას გაწეული მუშაობის შესახებ.