"განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

"მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყველას ვალია, განსაკუთრებით კი, პოლიტიკოსების, რომ მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ისაუბრეს თუ არა მათ შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივაზე.