საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დაიწყო. სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკას საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.