წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, კურსში უკვე ასახულია.
,,როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში",- განაცხადა ქადაგიძემ.