საპატრიარქო პატრიარქის ინიციატივაზე განმარტებებს აკეთებს

საპატრიარქო პატრიარქის ინიციატივაზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის მიერ მისთვის შეწყალების უფლების მინიჭების ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორე საკუთარი ინიციატივით არ ითხოვდა, რომ წინადადება საკანონმდებლო დონეზე იყოს განხილული.

"ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.