თბილისში, ზაარბრუკენის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებულს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შუა ხნის მამაკაცთან შელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ორივე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაჭრილი მალავე გაათავისუფლეს. მეორე მამაკაცი კი, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას თბილისში მამაკაცის დაჭრის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.