რა ფორმით მიიღებენ

რა ფორმით მიიღებენ "რესპუბლიკელები" მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე გადაწყვეტილებას ეროვნული კომიტეტი მიიღებს

თუ რა ფორმით მიიღებს "რესპუბლიკური პარტია" მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე გადაწყვეტილებას პარტიის ეროვნული კომიტეტი მიიღებს. ეროვნული კომიტეტის ახალ შემადგენლობას პარტია დღევანდელ ყრილობაზე აირჩევს.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, "რესპუბლიკური პარტიის" არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ეროვნული კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს და არა არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე.
"ის, თუ მომავალ არჩევნებში რა ფორმით და როგორ მიდის პარტია, სწორედ ამისთვის ავირჩევთ ეროვნულ კომიტეტს. ეროვნული კომიტეტი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, ძალიან ბევრი ფაქტორის აწონ-დაწონვით. ეროვნული კომიტეტი ისე და იმ შემადგენლობით უნდა აირჩეს, ვისაც მსგავს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვანდობთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე.
ამ წუთებში "რესპუბლიკური პარტია" რიგით მე-16 ყრილობას მართავს, სადაც არჩეული იქნება როგორც განახლებული შემადგენლობის ეროვნული კომიტეტი, ისე სარევიზიო კომისია. გარდა ამისა, ეროვნული კომიტეტი დღის ბოლოს პარტიის ახალ თავმჯდომარეს წარადგენს.