ბელგრადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ჯერ კიდევ ოთხშაბათს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში რუსეთ-თურქეთის კონტაქტს თურქული მხარე ითხოვს. მისი თქმით, არ აპირებს ამ შეხვედრაზე უარი განაცხადოს.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსული "სუ-24" ჩამოაგდო.