2016 წლიდან უკვე შესაძლებელია რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება

2016 წლიდან უკვე შესაძლებელია რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება

2016 წლიდან რუსეთთან შესაძლებელია სავიზო რეჟიმის შემოღება. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უშიშრეობის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე ქვეყნის მთავრობა, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. მიზეზი, რის გამოც უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სავიზო რეჟიმის შემოღებას არ ჩქარობს, რუსეთში მყოფი უკრაინელი მიგრანტების თემაა.

"ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ და მინისტრთა კაბინეტს ამ დავალების შესრულებისკენ მოუწოდა. ამ ამოცანის პირველი ეტაპი უკვე რეალიზებულია. დარწმუნებული ვარ, ახალი წლიდან უნდა შემოვიღოთ რეალური და ძალიან მკაცრი სავიზო კონტროლი", - განაცხადა ტურჩინოვმა.