ღერძულა ხაზის გადამკვეთაზე ჯარიმა 300 ლარამდე იზრდება

ღერძულა ხაზის გადამკვეთაზე ჯარიმა 300 ლარამდე იზრდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტის თანახმად ღრძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა გაიზრდება და მისი ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.

მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.

"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ, ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.