„საქართველო MAP-ის მიღებასთან ერთად, ნატო-ს წევრი გახდება“

„საქართველო MAP-ის მიღებასთან ერთად, ნატო-ს წევრი გახდება“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი, MAP-თან ერთად, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

ამის შესახებ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის ამზადებს.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი MAP-თან ერთად, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლიდან საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის ამზადებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ განაგრძოს ალიანსთან დაახლოებისთვის, ნატო-საქართველოს კომისიის მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება, „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფის“ როლის შესრულება, მონაწილეობა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.