"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში 2016 წელს ნატო ავღანეთში 12 000 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. შესაბამის გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღეს.
"ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ ჩვენი მისია "მტკიცე მხარდაჭერა" 2016 წლის განმავლობაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჰალუდინ რაბანიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება რეფორმების გზის ერთგული რჩება.