მონტენეგრო საქართველოს დასახმარებლად მზად არის. ამის შესახებ მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსთავი-2"-ის ჟურნალისტმა ჰკითხა ლუკშიჩს, დაუჭერს თუ არა მხარს მონტენეგრო საქართველოს წევრობას, მას შემდეგ რაც ალიანსის წევრი გახდება.
"როგორც უნდა განვაცხადო, მონტენეგროს მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მთელი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვატარებდით ადრიატიკის ქარტიის სხდომას, ჩვენ ვსაუბრობდით კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიწვევაზე. ჩვენ გვსურდა ფორუმის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ დახმარების გასაწევად", - განაცხადა იგორ ლუკშიჩმა.