საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს უამრავი პროგრამა, რითაც ეხმარება საქართველოს, რომ მიაღწიოს ინკლუზიურ საზოგადოებას. ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, რითაც ვეხმარებით საქართველოს, რომ მიაღწიოს ინკლუზიურ საზოგადოებას, მიაღწიოს ისეთ საზოგადოებას, სადაც თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს სრულფასოვან და სრულყოფილ წევრად. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის", - განაცხადა იან კელიმ.
ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.