დღეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს და სამოქმედო გეგმას გააცნობს.
მთავარ პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილის და განყოფილების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე, საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი დაესწრება.