ყოველ კვირას, მილიონობით ტელემაყურებელი, სამხრეთ-ცენტრალური ჩინეთის პროვინციის, ხენანის, მცხოვრებლები ტელეეკრანებთან სხდებიან, რომ თვალი ადევნონ უნიკალურ რეალით-შოუს, უკანასკნელ ინტერვიუს სიკვდილმისჯილთან, სახელწოდებით „ინტერვიუ სიკვდილით დასჯამდე“, სადაც დამნაშავეს ტელეწამყვანი, იუი დინი უსვამს კითხვებს. გადაცემა უკვე ხუთი წელია ეთერში გადის. ბოლო გამოშვება კი ეთერში, რამდენიმე, დღის წინ გავიდა.
ყოველ ორშაბათ დილით იუი დინი და მისი კოლეგები ჩხრეკენ ათობით სასამართლო განაჩენს და ეძებენ მათი გადაცემისთვის შესაფერის კანდიდატს. რადგანაც აუცილებელია მათი გადაცემის მონაწილე შემდეგი კვირის დასახვრეტთა სიაში იყოს.
როგორც შოუს წამყვანი აღნიშნავს,-ზოგიერთი მაყურებლისთვის შეიძლება მთელი ეს გადაცემა მიუღებელია. საუბარი ადამიანთან, რომელიც სიკვდილის ზღვარზეა ზოგს, ცოტა არ იყოს სისასტიკედ ეჩვენება. ფაქტი ერთია, ამ გადაცემას მილიონი მაყურებელი ჰყავს, ე.ი მათ ამის ნახვა სურთ...“
ზოგიერთი კრიმინალი ინტერვიუს შემდეგ მეუბნება: „მე ნამდვილად მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა გულახდილად მესაუბრა. ციხეში ხომ არ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოგისმინონ.“ -ამბობს დინი.
შოუს პირველი ტრანსლაცია 2006 წლის ნოემბერში გავიდა ეთერში და მან მაშინვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
პროგრამის ავტორები აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია,-საზოგადოებისთვის მსგავსი საქმეები ხელმისაწვდომი გახადოს, რომ მოქალაქეები გააფრთხილონ, რათა მათ უფრო მარტივად შეძლონ თავი დაიცვან მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
შოუს მთავარი ლოზუნგი გადაცემის დასაწყისშივე ჟღერს,- საჭიროა ადამიანებმა დროზე გამოიღვიძონ და პირადი „ცხოვრებისეული ღირებულებები“ გააცნობიერონ.
ჩინეთის კანონმდებლობაში არის 55-მდე, სხვა და სხვა, მუხლი, რითაც შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოიტანონ. აქედან ზოგიერთი სერიოზული დანაშაულია, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მკვლელობა, სახელმწიფო ღალატი, შეიარაღებული თავდასხმისთვის მზადება, ასევე, წვრილი დანაშაულები, მაგალითად, კონტრაბანდა, ქრთამის აღების ფაქტი და ა.შ.
ცოტა ხნის წინ, ამ სიიდან ამოღებული იქნა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა,-საგადასახადო თაღლითობა, ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდა, საკრედიტო მაქინაციები და ა.შ.
იუი დინის „გმირები“ მხოლოდ მკვლელობისთვის გასამართლებული სიკვდილმისჯილები არიან. მას არასდროს აუღია ინტერვიუ პოლიტპატიმართან, ხალხთან, რომელთა ბრალიც ბოლომდე არაა დამტკიცებული. გარდა ამისა, გდაცემის „გმირთან“ ინტერვიუზე თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ხენანის უზენაეს სასამართლოსთან.
პროგრამა ეთერში ყოველ შაბათ საღამოს „პრაიმ ტაიმის“ დროს გადის და მთელ ხენანში ათი ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემის სიაში შედის. მას რეგულარულად უყურებს დაახლოებით პროვინციის 40 მილიონი მკვიდრი. მოსახლეობის რაოდენობა ხენანის პროვინციაში სულ 100 მილიონ ადამიანს შეადგენს.
მაყურებელი იუის, ზოგჯერ თავად სთავაზობს კანდიდატებს, რომელთა ხილვაც მათ შოუში სურთ. გადაცემამ დღემდე 200 ასეთი შემოთავაზება მიიღო.
„მართალია ძალიან ვწუხვარ მათ გამო, მაგრამ ვერ ვუთანაგრძნობ, მათ ჩაიდინეს დანაშაული და ვალდებულები არიან პასუხი აგონ.“ -ამბობს დინი.
გადაცემის რამდენიმე გმირი :
27 წლის პენ შჟანი და მისი მეგობარი გოგონა შეძლებული და განათლებული ოჯახიდან იყვნენ. მათ გადაწყვიტეს, გაეძარცვათ გოგონას ბებია და ბაბუა. თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანისას მათ გეგმები შეცვალეს და შჟანმა ორივე მათგანი მოკლა.
„ისინი ისეთი ახალგაზრდები არიან, რომ ცხოვრებაში ვერაფერი ვერ მოასწრეს, არ უმოგზაურიათ მსოფლიოში, არ აუწყვიათ კარიერა, არ შეუქმნიათ ოჯახი. მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს ცხოვრებაში და ამით სამუდამოდ მოისპეს მომავალი“-ამბობს ტელეწამყვანი შოუში მათი წარდგენისას.
საზოგადოების დიდი გამოხმაურება ჰპოვა კიდევ ერთმა გადაცემამ. უკანასკნელ ინტერვიუს, ამჯერად, 2008 წელს საკუთარი დედის მკვლელობისთვის ნასამართლევი გეი ბაო ჟუნტინია იძლეოდა.
ჰომოსექსუალიზმი დღემდე ტაბუდადებული თემაა ჩინეთში. გადაცემის წამყვანმა აღნიშნა კიდევაც, რომ ის პირველად ესაუბრება ადამიანს, რომელიც არ მალავს საკუთარ ორიენტაციას.
„მანამდე არასდროს მქონია შეხება გეისთან, ვაღიარებ ცოტა გამიძნელდა. მისი სიტყვები და მანერები ჩემთვის რთული მისაღები იყო. მას მამაკაცის შეხედულება ჰქონდა, თუმცა ქალის ხმით მეტყველებდა. გადაცემაში მკითხა,- თუ შემეძლო წარმომედგინა თავი მის ადგილზე? მაშინ მე მივხვდი, რომ მის წინაშე თავი ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი.“
“- ამბობს ტელეწამყვანი.
მოაზადა სანდრო ყიფშიძემ