ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა და ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ISIS-ს საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, თანამშრომლობა საჭიროა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის.
"სამკაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის", - აღნიშნა ელჩმა.
იან კელის თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს საქართველოსთან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში თანამშრომლობა. "ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს", - აღნიშნა იან კელიმ.