არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურ ბაირამ ფაშასთან ახლოს, სამარშრუტო ტაქსში ამოქმედდა.
თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ეს ინფორმაცია, ამ დრომდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.