სტამბოლის გუბერნატორი და პოლიციის ქვედანაყოფები აცხადებენ, რომ მეტროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა თურქული მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მინები ჩაამსხვრია, მეტროში მგზავრთა ევაკუაცია გამოცხადდა.
სტამბულში მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მეტრო და ტრამვაი დროებით შეჩერებულია.
ადგილზე პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მიმდებარე რაიონებშიც გაისმა.