ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისის ირგვლივ არსებულ შენობებში ევაკუაცია გამოცხადდა. The Independent-ის ინფორმაციით, ევაკუაცია ლონდონის ცენტრში ბომბის შესახებ არსებულ შეტყობინებას უკავშირდება. BBC-ის ჟურნალისტები შენობაში რჩებიან.
"დაბნეულობაა. BBC არ არის ევაკუირებული, მაგრამ ხალხი, მათ შორის ჩვენი "სტაფის" ჩათვლით, პოლიციის კორდონს მიღმა არის გასული", - წერს BBC-ის მედიასპეციალისტი ანდრიუ ვიგინსი.
პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო სატრანსპორტო საშუალებაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურდა.