საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი საქართველოსთან არსებული თანამშრომლობით კმაყოფილია.
ელჩი მიიჩნევს, რომ საერთო საფრთხე საჭიროს ხდის თანამშრომლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ისე საქართველოს და მის მეზობლებს შორის.
"საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხე საჭიროს ხდის თანამშრომლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ისე საქართველოს და მის მეზობლებს შორის. თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი პროგრამა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში გახლავთ. ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ვცდილობთ, უზრუნველყოფილი იყოს საზღვარზე კონტროლი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს", - განაცხადა იან კელიმ.