"რუსეთი არ დაიწყებს თურქეთის და "ისლამური სახელმწიფოს" კავშირის დამტკიცებას"

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გაასაჯაროვებს "ისლამურ სახელმწიფოსა" და თურქეთის მთავრობას შორის არსებული კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტს.

"მთავარი ინფორმაციის ფლობა და მისი მუშაობის პროცესში გამოყენებაა, რომელიც ფოკუსირებულია არა რაღაცის დამტკიცებაზე, არამედ ტერორიზმთან ბრძოლაზე. ეს ინფორმაციაც ტერორიზმთან ბრძოლაში იქნება გამოყენებული", – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუკი გამოჩნდება იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობს ყიდულობს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდება თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის შემოსატანად არხის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.