"ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებილების ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიეღოთ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სუს-მა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველა დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ედება.

წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.