გერმანიის მთავრობამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, სირიასა და ერყაში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა იგეგმება. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რეგიონში 1 200 გერმანელ ჯარისკაცს გააგზავნიან. გერმანია ასევე, "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო ფრეგატს გამოყოფს.
ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს. "დოიჩე ველე" წერს, რომ ოპერაციის ღირებულება 134 მილიონი ევროა.