თურქეთის პრემიერი რუსეთთან სამხედრო არხების გახსნის მომხრეა

თურქეთის პრემიერი რუსეთთან სამხედრო არხების გახსნის მომხრეა

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, აუცილებელია რუსეთთან სამხედრო არხების გახსნა, რათა საზღვარზე ახალი ინციდენტები არ მოხდეს.

ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები, უნდა გავხსნათ სამხედრო არხები. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს თანამშრომლობისკენ. საჭიროა ასევე დიპლომატიური კავშირების გახსნილობა, რათა აღდგეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. განვიხილოთ აღნიშნული საკითხები და თავიდან კიდევ უფრო დიდი პრობლემები ავიცილოთ. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ შევცვლით. თურქეთის თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ რუსეთის საჰაერო სივრცე, მაგრამ რუსეთმა დაარღვია. სამხედრო-საჰაერო ძალების მოვალეობაა, რომ დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საზღვრებთან მიდის ომი, რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის 3 ფაქტის შემდეგ, თვალს მეტჯერ ვეღარ დავხუჭავდით“, - განაცხადა პრემიერმა დავუთოღლუმ.