როგორც „პირWელს“ კურორტ ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ განუცხადა, ამ დროისათვის ბახმაროში თოვს და ქარბუქია, რის გამოც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ვერ ხერხდება.
„დაზიანებულია დახლოებით 50-მდე საცხოვრებელი კოტეჟი, ასევე სასტუმროსა და პოლიციის შენობები. წაქცეულია ელექტრო გადამცემი ხაზები. ჯერჯერობით ზარალის ოდებობა უცნობია. ამ დროისათვის კურორტზე თოვს და ქარბუქია. როგორც კი გამოიდარებს, დავიწყებთ გზის გაწმენდით სამუშაოებს“, - განაცხადა საჯაიამ.