საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს .
სუს-ის მიერ დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ასევე, ცნობილია, რომ ბრალდებულთა ადვოკატები დაკავებულებისთვის ღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების მოთხოვნის დაყენებას აპირებენ.
დარბაზში ბრალდებულები უკვე იმყოფებიან. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან საქმეს გრიფით "საუდუმლო" ადევს.
კომენტარი პროცესის დაწყებამდე არც ერთი მხარის წარმომადგენელს არ გაუკეთებია. სასამართლოს დარბაზთან იმყოფებიან ბრალდებულების ახლობლები, რომლებიც მედიასთან ასევე არ საუბრობენ.