"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ხმაურით დაიწყო.
განსახილველი საკითხი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას ეხება, რომელიც ბავშვის საჯარო სკოლაში 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს.
პროექტის ავტორმა კობა სუბელიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს იმის გამო უსაყვედურა, რომ სხდომა კომიტეტის სათათბირო ოთახში ტარდება და არა საკომიტეტო დარბაზში. საქმე იმაშია, რომ პროექტის განხილვას სუბელიანის მოწვევით რამდენიმე პირი ესწრება, ვინც სასკოლო ასაკის 5-წლამდე შემცირებას მხარს უჭერს.
"უკეთესი იქნებოდა დღევანდელი განხილვისთვის პირველი რესპუბლიკის დარბაზი გამოგეყოთ. ხალხი ფეხზე დგას. მიტინგს ვინ აპირებდა ბატონო ვანო - რამ შეგაშინათ, რა უბედურებაა. ორ სიტყვას იტყოდა ეს ხალხი. ფაქტი დავაფიქსირე. საკითხი საჩხუბარი არ არის", – განაცხადა კობა სუბელიანმა.
თავის მხრივ კიღურაძემ განმარტა, რომ როგორც წესი, განათლების კომიტეტის სხდომა სათათბირო ოთახში ტარდება და პირველი რესპუბლიკის ან ილია ჭავჭაძის სახელობის დარბაზებში გამონაკლის შემთხვევაში იმართება.
"თქვენ ეს საკითხი ერთი დღით ადრე რომ დაგესვათ, უპრობლემოდ მოვაგვარებით", - მიმართა კიღურაძემ სუბელიანს.
კომიტეტის სხდომაზე დებატების საგანია თავად წარდგენილი ინიციატივა, რომელსაც განათლების სამინისტრო და მმართველი გუნდის წარმომადგებლები მხარს არ უჭერენ.