მომავალ წელს რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის - სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარები მასშტაბურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას "კავკაზ-2016"-ს ჩაატარებენ. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
"2016 წელს სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარი გამოცდა სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკაზ-2016" გახდება, რომელიც მომავალი წლის სექტემბერში გაიმართება. საბრძოლო მომზადების პოლიგონებზე გაიმართება სამეთაურო-საშტაბო, ტაქტიკური და სხვა სახის სწავლებები საავიაციო, სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ნაწილებისა და დანაყოფების მონაწილეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარები დისლოცირებულია სომხეთში, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.