საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, 3-4 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით 4-6 გრადუსია მოსალოდნელი.

როგორც გვაზავამ "პირWელს" განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით 5 დეკემბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

"დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია, მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. თბილისში წვიმს, რაც დღის ბოლომდე შენარჩუნდება. საღამოს საათებში და ღამით საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი შეწყდება და დროებით გამოიდარებს. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთიან რაიონებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში 10-12 გრადუსი - შიდა რაიონებში 7-9, აღმოსავლეთ საქართველოშიც ანალოგიურად. 3-4 დეკემბერს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს მასშტაბით. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მთლიანად საქართველოს მასშტაბით 4-6 გრადუსია მოსალოდნელი. 5 დეკემბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - განაცხადა გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

3-4 დეკემბერს მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. 4 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი შესაძლოა თოვლის სახით აღინიშნოს.