დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა , დებატები სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება.

ლონდონმა სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყება პარიზის ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა. ამჟამად ქვეყნის ავიაცია იერიშებს "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებს.